კომერციული ფართის, საოფისე ფართის შეფასება

კომერციული ფართის შეფასება საშემფასებლო საქმიანობაში ცალკე მიმართულებაა. კომერციული ფართის შეფასებისას უძრავი ქონების შემფასებელი ახორციელებს ქონების შეფასებას სხვადასხვა სახის ღირებულებით, გამომდინარე დამკვეთის მოთხოვნებიდან.



ყველა დაწესებულების ფუნქციონირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ფართი, რომელშეც ის ახორციელებს თავის საქმიანობას. კერძოდ: მაღაზია, ბიზნეს-ცენტრი, კომერციული ან საოფისე შენობა, საწყობი, ოფისი, ავტოსამრეცხაო, პროფილაქტიკა, კომერციული დანიშნულების მიწის ნაკვეთის და ა.შ.

ყველა მფლობელი ადრე თუ გვიან ინტერესდება იმით, თუ რა ქონების მფლობელია და რა არის ამ ქონების საბაზრო ღირებულება. უძრავ ქონებაში ჩადებული კაპიტალის ღირებულება დროთა განმავლობაში იცვლება. ცვლილება შესაძლოა მოხდეს როგორც ღირებულების მატების, ასევე კლების მიმართულებით. ფასების ცვალებადობაზე მოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიც არის მოთხოვნა კონკრეტული ტიპის ფართზე, ინფლაცია, ასევე ფართის ფიზიკური, ფუნქციონალური და ეკონომიკური ცვეთა და რა თქმა უნდა  გარემოცვა და გარშემო მყოფი ობიექტების გამოყენების ტიპი.

კომერციული, საოფისე ქონების შეფასებაში იგულისხმება:

  • მაღაზიის ფართის შეფასება;
  • ოფისის ფართის შეფასება;
  • კომერციული შენობის შეფასება;
  • საოფისე შენობის შეფასება;
  • სავაჭრო ცენტრის შენობის შეფასება;
  • საწყობის ფართის შეფასება;
  • შერეული შენობის შეფასება;
  • რესტორნის, სასტუმროს, კაფეს, კვებითი ობიექტის ფართის შეფასება;
  • სამრეწველო შენობის (ქარხნის, ფაბრიკის შენობის და ა. შ.) შეფასება;
  • ნებისმიერი სახის შენობის შეფასება;
  • კომერციული დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეფასება.

კომერციული ქონების დამახასიათებელი მხარეა მისი კონკრეტული მიმართულება, რომელიც  მიმართულია შემოსავლების მიღებისაკენ.  ბინის და სახლის შეფასებისგან განსხვავებით კომერციული ქონების შეფასება არ შეიძლება არ ითვალისწინებდეს ობიექტის ეკონომიკურ პოტენციალს, როგორც მისი ღირებულების შემადგენელ ნაწილს.

კომერციული ქონების შეფასება შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა მიზნებისათვის.

ჩვენ გთავაზობთ ნებისმიერი ტიპის კომერციული ქონების შეფასებას ნებისმიერი დანიშნულებისათვის.

დაგვიკავშირდით


ელ. ფოსტა: shemphasebeli@gmail.com