მიწის ნაკვეთის შეფასება

მიწის ნაკვეთის შეფასება წარმოადგენს შეფასების კლასიკურ მიმართულებას. მიწა ყოველთვის იყო და არის ყველაზე დიდი კაპიტალი. იგი არის კეთილდღეობის საწინდარი ცალკეული ადამიანებისათვისაც და მთლიანად სახელმწიფოსთვისაც.



 მიწის გულისთვის იბრძოდა ყველა. მთელი სახელმწიფოები ომობდნენ იმისათვის, რომ რაც შეიძლება ბევრი მიწა ჰქონოდათ თავის მფლობელობაში.

მიწა შეიძლება გამოყენებული იქნას სხვადასხვა დანიშნულებით: საცხოვრებლად, სახნავ-სათესად, კომერციული დანიშნულებით, გასაყიდად, გასაქირავებლად და სხვა.

თანამედროვე ცხოვრებაში მიწის მიმართ დამოკიდებულება ცოტა შეიცვალა ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე. დღეს განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც არის შემოსავლის მომტანი. განსაკუთრებით ის ნაკვეთები, რომლებიც შესაძლოა გაუმჯობესებული იქნას მასზე სხვადასხვა მშენებლობების ხარჯზე, რომლებსაც შეუძლიათ შემოსავლის მოტანა მფლობელისათვის. აქედან გამომდინარე მიწა ყოველთვის იქნება ერთ-ერთი ძირითადი ობიექტი აქტივების დასაბანდებლად.

მიწის ნაკვეთის შეფასება არის პროცესი, რომელშიც მიწის შემფასებელი განსაზღვრავს მის მომხიბვლელობას სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე.

ჩვენ ვახორციელებთ მიწის ნაკვეთის შეფასებას როგორც კერძო პირებისათვის, ასევე იურიდიული პირებისათვის და საინვესტიციო პროექტებისათვის.

დაგვიკავშირდით:


ელ. ფოსტა: shemphasebeli@gmail.com