საშემფასებლო მომსახურება

პროფესიონალი შემფასებლები გთავაზობთ უძრავი და მოძრავი ქონების, ბიზნესის შეფასებას, საინვესტიციო პროექტების შეფასებას. შეფასების მიზნებიდან გამომდინარე შესაძლებელია დადგინდეს ქონების საბაზრო ღირებულება, საინვესტიციო ღირებულება, სამართლიანი ღირებულება (ფინანსური ანგარიშსგებისათვის), ლიკვიდური ღირებულება და სხვა.

შეფასება სრულდება საერთაშორისო საშემფასებლო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად (International Valuation Standarts).

იმ შემთხვევაში, თუ საშემფასებლო სამუშაოები ტარდება ფინანსური ანგარიშსწორების მიზნებისათვის შეფასების პროცესი ითვალისწინებს როგორც IFRS -ის, ასევე IAS 16, 36-ის მოთხოვნებს. გვაქვს დიდი გამოცდილება აქტივების გაუფასურების ტესტის ჩატარებაზე.

ჩვენ გთავაზობთ საშემფასებლო მომსახურების სრულ სპექტრს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კომპანიებისათვის. 

კერძოდ ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ:
  • უძრავი ქონება (მიწა, შენობა, ბინა, სახლი, საოფისე და კომერციული ფართი და ა.შ.);
  • სასტუმრო, რესტორანი, ქარხანა;
  • ბიზნესი და ბიზნესის წილი;
  • ბიოლოგიური აქტივები (მრავალწლიანი ნარგავები, ვენახი);
  • არამატერიალური აქტივები;
  • ზარალი;
  • ტექნოლოგიური ხაზები;
  • მოძრავი ქონება (მანქანები, მოწყობილობები, დანადგარები, სპეცტექნიკა);
  • ავტოპარკი;
  • ფასიანი ქაღალდები;
  • დაუმთავრებელი მშენებლობა.
  • და ასე შემდეგ.

ქონების ღირებულების დადგენა შესაძლებელია საჭირო გახდეს სასამართლოსთვის, ფინანსური ანგარიშსგებისთვის,  ქონების კომპანიის ბალანსზე აყვანის, გირაოს უზრუნველყოფისთვის და სხვა მიზნებისათვის.

შეფასების მიზნიდან გამომდინარე ღირებულების სახე შეიძლება იყოს

  • საბაზრო ღირებულება;
  • სამართლიანი ღირებულება (ფინანსური ანგარიშგებისათვის);
  • ღირებულება არსებული გამოყენებით;
  • სადაზღვევო ღირებულება;
  • ლიკვიდური ღირებულება;
  • ღირებულება საგადასახადო მიზნებისათვის;
  • საინვესტიციო ღირებულება;
  • საუტილიზაციო ღირებულება;

მეთოდოლოგია:

შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ დამკვეთს წარვუდგენთ დასკვნას, რომელიც შესრულებული იქნება შეფასების საერთაშორისო საშემფასებლო სტანდარტების (IVS)    მოთხოვნათა გათვალისწინებით. იგი მოიცავს ქონების (როგორც უძრავი, ასევე მოძრავი) ერთი ან რამდენიმე მეთოდით შეფასებას.

დაგვიკავშირდით:

ტელ.:  595 78 71 52 ნინო

shemphasebeli@gmail.com