ჩვენს შესახებ

ჩვენ ვართ უძრავი და მოძრავი ქონების პროფესიონალი შემფასებლები.

ჩვენი კომპანია წარმოადგენს პროფესიონალ შემფასებელთა, აუდიტორთა და ექსპერტთა ჯგუფს, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს საშემფასებლო საქმიანობაში.

ჩვენ ვმუშაობთ უძრავი და მოძრავი ქონების, ბიზნესის და არამატერიალური აქტივების შეფასებაზე. შეფასების მიზნებიდან გამომდინარე შესაძლებელია დადგინდეს თქვენი ქონების საბაზრო ღირებულება, საინვესტიციო ღირებულება, სამართლიანი ღირებულება (ფინანსური ანგარიშსგებისათვის), ლიკვიდური ღირებულება და სხვა.

შეფასება სრულდება საერთაშორისო საშემფასებლო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად (International Valuation Standarts). გაიცემა საშემფასებლო დასკვნა, რომლის წარდგენა შესაძლებელია ნებისმიერ დაწესებულებაში.

როცა საშემფასებლო სამუშაოები ტარდება ფინანსური ანგარიშსწორების მიზნებისათვის შეფასების პროცესი ითვალისწინებს როგორც IFRS -ის, ასევე IAS 16, 36-ის მოთხოვნებს. გვაქვს დიდი გამოცდილება აქტივების გაუფასურების ტესტის ჩატარებაზე.

ჩვენთან მუშაობენ პროფესიონალი, სერტიფიცირებული შემფასებლები და ექსპერტები.

ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი შემფასებელს 2012 წლის ბოლოს მიენიჭა RICS წოდება (Member of Royal Institution of Chartered Surveyors; დიდი ბრიტანეთის სერტიფიცირებულ შემფასებელთა სამეფო ინსტიტუტის წევრი www.rics.org , რაც მსოფლიოში აღიარებული კვალიფიკაციის აღმნიშვნელია და მიუთითებს მომსახურეობის უმაღლეს სტანდარტზე. 

ჩვენ გთავაზობთ საშემფასებლო მომსახურების სრულ სპექტრს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კომპანიებისათვის. კერძოდ ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ:

  • უძრავი ქონება (მიწა, შენობები, ბინები და ა.შ.);
  • ბიზნესი და ბიზნესის წილი;
  • ბიოლოგიური აქტივები (მრავალწლიანი ნარგავები);
  • არამატერიალური აქტივები;
  • ზარალი;
  • ტექნოლოგიური ხაზები;
  • მოძრავი ქონება (მოწყობილობები, დანადგარები, სპეცტექნიკა);
  • ავტოპარკი;
  • ფასიანი ქაღალდები;
  • დაუმთავრებელი მშენებლობა.
  • და ასე შემდეგ.

ქონების ღირებულების დადგენა საჭირო ხდება ფინანსური ანგარიშსგების, დაკრედიტების, დაზღვევის, დაგირავების, ქონების გაყოფის და სხვა მიზნებისათვის.

ჩვენი მთავარი მიზანია ვიმუშაოთ ხარისხიანად, ობიექტურად და მიკერძოების გარეშე. ანუ ჩვენს მიერ შესრულებული შეფასების დასკვნა ყოველთვის არის და იქნება დამოუკიდებელ შემფასებელთა დასკვნა, რომელიც არ ემსახურება არავის და არანაირ ინტერესებს, გარდა ობიექტური დასკვნისა.

შეფასების მომსახურების ფასი განისაზღვრება სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე.

ეს ბლოგი არის ჩვენი შემფასებლების ბლოგი. ბლოგი არ არის "გაყინული". პერიოდულად ხდება განახლება შესაბამისი ახალი ამბებით და სტატიებით. ასე რომ, შემოგვიარეთ ხოლმე.

ჩემი ტელეფონის ნომერია:

(995) 595 78 71 52 ნინო

შეგიძლიათ დამიკავშირდეთ დღის ნებისმიერ დროს.









