ჩვენ, პროფესიონალი შემფასებლები გთავაზობთ გთავაზობთ უძრავი და მოძრავი ქონების, ბიზნესის და არამატერიალური აქტივების შეფასებას. შეფასების მიზნებიდან გამომდინარე შესაძლებელია დადგინდეს თქვენი ქონების საბაზრო ღირებულება, საინვესტიციო ღირებულება, სამართლიანი ღირებულება (ფინანსური ანგარიშსგებისათვის), ლიკვიდური ღირებულება და სხვა.
შეფასება სრულდება საერთაშორისო საშემფასებლო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად (International Valuation Standarts 2011).
თუკი საშემფასებლო სამუშაოები ტარდება ფინანსური ანგარიშსწორების მიზნებისათვის შეფასების პროცესი ითვალისწინებს როგორც IFRS -ის, ასევე IAS 16, 36-ის მოთხოვნებს. გვაქვს დიდი გამოცდილება აქტივების გაუფასურების ტესტის ჩატარებაზე.
ჩვენ გთავაზობთ საშემფასებლო მომსახურების სრულ სპექტრს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კომპანიებისათვის.
კერძოდ ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ:
- უძრავი ქონება (მიწა, შენობები, ბინები და ა.შ.);
- ბიზნესი და ბიზნესის წილი;
- ბიოლოგიური აქტივები (მრავალწლიანი ნარგავები);
- არამატერიალური აქტივები;
- ზარალი;
- ტექნოლოგიური ხაზები;
- მოძრავი ქონება (მოწყობილობები, დანადგარები, სპეცტექნიკა);
- ავტოპარკი;
- ფასიანი ქაღალდები;
- დაუმთავრებელი მშენებლობა.
- და ასე შემდეგ.
ქონების ღირებულების დადგენა საჭირო ხდება ფინანსური ანგარიშსგების, დაკრედიტების, დაზღვევის, და სხვა მიზნებისათვის.
შეფასების მიზნიდან გამომდინარე ღირებულების სახე შეიძლება იყოს
- საბაზრო ღირებულება;
- სამართლიანი ღირებულება (ფინანსური ანგარიშგებისათვის);
- ღირებულება არსებული გამოყენებით;
- სადაზღვევო ღირებულება;
- ლიკვიდური ღირებულება;
- ღირებულება საგადასახადო მიზნებისათვის;
- საინვესტიციო ღირებულება;
- საუტილიზაციო ღირებულება;
- იპოთეკური დაკრედიტების ღირებულება.
შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ დამკვეთს წარვუდგენთ დასკვნას, რომელიც შესრულებული იქნება შეფასების საერთაშორისო საშემფასებლო სტანდარტებით (IVS). სტანდარტების მიხედვით ქონების (როგორც უძრავი, ასევე მოძრავი) შეფასება შესაძლებელია მოხდეს შემდეგი მეთოდებით:.
დანახარჯების მეთოდი (Costs Approach), შედარების მეთოდი (Sales Comparison Approach), შემოსავლების მეთოდი (Income Approach).
დაგვიკავშირდით: